Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის პორტის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა


ბათუმის პორტი
ბათუმის პორტი

ბათუმის პორტის თანამშრომლებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს მაშინვე, როგორც კი საზღვაო ნავსადგურის დირექტორი დანიარ მუხამედ რახიმი თანამდებობიდან გადადგა. ეს ამბავი კი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბათუმის პორტის მოშიმშილე თანამშრომლებმა ყაზახური კომპანია „ყანსტრანსოილის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა დაასრულეს და იქიდან რახიმის გადადგომის შესახებ განცხადების ასლი გამოიტანეს.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის 6 თანამშრომელი 4 დღე შიმშილობდა. მათგან ორი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დღეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა . შიმშილობის აქციის მონაწილეები პორტის დირექტორის გადადგომასა და მუდმივი ხელშეკრულებების შენარჩუნებას ითხოვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG