Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გლოვის დღეა


საქართველოში გლოვის დღეა ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ხსოვნის პატივსაცემად. გლოვის ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის და თბილისსა და ქუთაისში პარლამენტის შენობებზე. სახელმწიფო დროშები დაუშვეს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებმაც. 5 აპრილს გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაიღუპა 6 მაღაროელი. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი „სამთო დარტყმაა.“ დაღუპული მეშახტეებისთვის პატივის მისაგებად, 6 აპრილს, თბილისში გაიმართება მსვლელობა „სოლიდარობა ტყიბულს.“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, მსვლელობა 17 საათზე დაიწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან საქართველოს პარლამენტისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG