Accessibility links

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 24 წლით პატიმრობა მიესაჯა


პარკ გეუნ-იე

სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პარკ გეუნ-იე დამნაშავედ ცნო ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში, მექრთამეობასა და გამოძალვაში და 24 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტობის პერიოდში პარკ გეუნ-იემ მსხვილი კომპანიები აიძულა საერთო ჯამში 72 მილიონი დოლარის შემოწირულება შეეტანათ ორ ფონდში, რომელსაც მისი ახლო მეგობარი ჩოი სუნ სილი ხელმძღვანელობდა. მას სასამართლომ ჯერ კიდევ თებერვალში მიუსაჯა 20 წლით პატიმრობა. სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ბრალდებას უარყოფს, სეულის სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მოტივით არ დაესწრო. პარკ გეუნ-იეს კორუფციის ბრალდება 2016 წელს წარუდგინეს, 2017 წელს კი პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადააყენა სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG