Accessibility links

თბილისში ხანძრის შედეგად დაიღუპა იორდანიის მოქალაქე


ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა თბილისში, კიევის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხანძარი გაჩნდა ჰოსტელად გადაკეთებულ სახლში, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ. გამგებლის ინფორმაციით, გარდაცვლილია იორდანიის მოქალაქე. ხანძრის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდევრობაა. მომხდარის გამო დაწყებულია გამოძიება და შემთხვევის ადგილის ექსპერტიზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG