Accessibility links

მყინვარწვერზე დაღუპული ტურისტი თბილისში გადაასვენეს


6 აპრილს, სტეფანწმინდიდან თბილისში, ვერტმფრენით გადაასვენეს მყინვარწვერზე დაღუპული ბელგიის მოქალაქე. მყინვარწვერიდან ევაკუირებულია ორი დაშავებულიც, ბელგიელი ტურისტი და ქართველი გიდი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მყინვარწვერზე უბედური შემთხვევა 5 აპრილს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბელგიის ორ მოქალაქეს და მათ გიდს სპეციალური სამაგრი გაუწყდათ. 5 აპრილს, შემთხვევის ადგილიდან გარდაცვლილის და დაშავებულების გამოყვანა ცუდი ხილვადობის გამო ვერ მოხერხდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG