Accessibility links

ჯანელიძე: რუსეთის წინააღმდეგ ახალ, შესაძლო სანქციებთან შეერთების საკითხი დღეს არ დგას


მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო განიხილავს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვანია პარტნიორობისა და საერთო ინტერესებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, ასე უპასუხა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის შეკითხვას, შეუერთდება თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ ახალ სანქციებს, თუკი მას მოჰყვება ისეთივე ტალღა, როგორიც ყირიმის ანექსიის შემდეგ აგორდა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო ძალიან პასუხისმგებლიანი მოთამაშეა და აბსოლუტურად სოლიდარული პარტნიორების მიდგომებისადმი. „ეს გამოხატულია ჩვენს ქმედებებში და ნაბიჯებში, რომელიც დაფასებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის შეკითხვას, ნიშნავს თუ არა ეს „კი“-ს, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს საკითხი დღეს არ დგას დღის წესრიგში. „თუმცა, ჩვენთვის არ არსებობს საკითხი, რომელსაც არ განვიხილავთ პარტნიორებთან ერთად” - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG