Accessibility links

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გულისტკივილი გამოთქვა ტყიბულში მაღაროელების დაღუპვის გამო


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გაავრცელა განცხადება ტყიბულში 6 მაღაროელის დაღუპვის გამო. “დიდია ჩვენი გულისტკივილი ტყიბულის შახტში ახლახან მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ, მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად” - ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში, რომელიც 6 აპრილს გავრცელდა. 5 აპრილს გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაიღუპა 6 მაღაროელი და 3 დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი „სამთო დარტყმაა.“

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG