Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა „სწრაფად უმჯობესდება“


ინგლისის საავადმყოფოს თანამშრომლების ცნობით ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის და ის „სწრაფად უმჯობესდება“. სოლსბურის უბნის საავადმყოფოს დირექტორის, კრისტინ ბლანშარდის განცხადებით, სკრიპალი „კარგად რეაგირებს მკურნალობაზე, სწრაფად უმჯობესდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის“. 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სკრიპალების მოსაწამლად გამოყენებული იყო რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი. დიდი ბრიტანეთის მთავრობა მკვლელობის მცდელობაში რუსეთს ადანაშაულებს. მოსკოვში ბრალდებას უარყოფენ და მიიჩნევენ, რომ ლონდონი ხელოვნურად ამწვავებს ანტირუსულ ისტერიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG