Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ტყვიით დაჭრილი პალესტინელი ჟურნალისტი


პალესტინელი ჟურნალისტები მოკლულის სურეთებით
პალესტინელი ჟურნალისტები მოკლულის სურეთებით

საავადმყოფოში გარდაიცვალა პალესტინელი ჟურნალისტი, რომელიც ისრაელის სამხედროების მიერ ნასროლი ტყვიით დაიჭრა წინა დღით. 30 წლის ოპერატორი მურტაჯა იასერი 6 აპრილის შეტაკების დროს დაიჭრა სასიკვდილოდ. სურათებზე, რომელიც მან დაჭრილმა გადაიღო, აჩვენებს, რომ საკაცეზე მწოლიარე მურტაჯას აცვია ლურჯი დამცავი ჟილეტი, რომელსაც სიტყვა PRESA დიდი ასოებით ეწერა. ჟურნალისტი იმ 10 მოკლულს შორისაა, რომლებიც ისრაელის სამხედროებმა დახოცეს ღაზისა და ისრაელის საზღვარზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს. ისრაელის სამხედრო სარდლობამ უარი თქვა კომენტარზე ჟურნალისტის დაღუპვის თაობაზე და განაცხადა, რომ განიხილავს ამ ინცინდენტს. მეორე კვირაა ღაზის მცხოვრებლები აწყობენ აქციებს ისრაელის საზღვრის მახლობლად, წვავენ ბორბლებს და ქვებს უშენენ ისრაელ ჯარისკაცებს, რომლებსაც აქვთ ბრძანება, ესროლონ ნებისმიერს, ვინც საზღვარს გადაკვეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG