Accessibility links

„ევროპული საქართველო“ ემიჯნება 10 ოპოზიციური პარტიის ბოიკოტს


"ევროპული საქართველოს" ლიდერიბი დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ სხვა პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს გაერთიანებისა და არჩევნების გზით ხელისუფლების დამარცხებისაკენ. ამასთან „ევროპული საქართველო“ მცდარს უწოდებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელია. 28 აპრილს ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში დაგეგმილია პარლამენტის შუალედურ არჩევნები. ათი ოპოზიციური პარტია პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და რათა ხელისუფლებას არ მიეცეს „საშუალება, კიდევ ერთხელ შექმნას დემოკრატიული პროცესის იმიტაცია. მათ პოზიციას ემიჯნება „ევროპული საქართველო“ და აცხადებს, რომ პარტია გამარჯვებისთვის იბრძოლებს, როგორც შუალედურ არჩევნებში, ასევე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისათვის, რათა დაატოვებინოს ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG