Accessibility links

რუსეთის ელჩმა შეხვედრა ითხოვა ბორის ჯონსონთან


ბორის ჯონსონი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის ელჩმა ბრიტანეთში შეხვედრის თხოვნით მიმართა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბორის ჯონსონს. ელჩ ალექსანდ იაკოვენკოს წერილობით თხოვნა გაეგზავნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. გავრცელებული ცნობების თანახმად, ელჩს სურს განიხილოს ჯონსონთან შეხვედრაზე სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის სოლსბერიში მოწამვლის ფაქტის გამოიძიებს მიმდინარეობა. წერილის მიღებას ადასტურებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც აცხადებს, რომ პასუხს რუსეთის საელჩოს დადგენილი წესებით მიხედვით გასცემს. ხუთშაბათ ბრიტანელმა ექიმებმა სოლსბერიში განაცხადეს, რომ მოწამლული სერგეი სკრიპალის მდგომარეობა გაუმჯობესდა. უფრო ადრე გონება დაუბრუნდა მის ქალიშვილს, იულია. 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში ისინი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სკრიპალების მოსაწამლად გამოყენებული იყო რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი. დიდი ბრიტანეთის მთავრობა მკვლელობის მცდელობაში რუსეთს ადანაშაულებს. მოსკოვში ბრალდებას უარყოფენ და მიიჩნევენ, რომ ლონდონი ხელოვნურად ამწვავებს ანტირუსულ ისტერიას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG