Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუჩდემონი ესპანეთის ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებს დიალოგისაკენ


კატალონიის ყოფილი ლიდერი, კარელ პუჩდემონი კვლავ მოუწოდებს ესპანეთის ხელისუფლებას, რათა დაიწყოს დიალოგი კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე. ამის შესახებ კარლეს პუჩდემონმა განაცხადა 7 აპრილს გერმანიაში, სადაც მან წინა დღით დატოვა საპატიმრო გირაოს გადახდის შემდეგ. ბერლინში ჟურნალისტებთან საუბრის დროს პუჩდემონმა განაცხადა, რომ დიალოგი ცენტრალურ ხელისუფლებასა და კატალონიის წარმომადგენლებს შორის „ორმხრივი პატივისცემის“ პირობებში უნდა წარიმართოს. კატალონიის ყოფილმა ლიდერმა გერმანიის ციხე 6 აპრილს, მას შემდეგ დატოვა, მან სასამართლოს მიერ დაკისრებული 75 ათასი ევროიანი გირაო გადაიხადა. პუჩდემონი იმედოვნებს, რომ იგი დაბრუნდება ბელგიაში მას შემდეგ, რაც გერმანიაში ყველა სამართლებრივი პროცედურა დასრულდება. ესპანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ესპანეთი პატივს სცემს გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG