Accessibility links

სააკაშვილმა გადაწყვიტა მცირე ხნით ლექციები წაიკითხოს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას იწყებს ნიდერლანდებში, სადაც „სპიკერთა აკადემიაში“ წაიკითხავს ლექციებს. „ ვიდრე ევროპაში ვარ, საარსებო სახსრებს ლექციებით გამოვიმუშავებ. აკადემიაში ძალიან კარგი კოლექტივია, გამაოცეს ჩვენი რეგიონის სპეციფიკის კარგი ცოდნითა და სწორი ფასეულობებით“, - დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკის გვერდზე. მიხეილ სააკაშვილი ნიდერლანდებში ცხოვრობს მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და საქართველოს ექსპრეზიდენტი 12 მარტს პოლონეთში გააძევეს. როგორც გაირკვა მანამდე, ერთი თვით ადრე სააკაშვილს ნიდერლანდებში ბინადრობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა გადაეცა. სააკაშვილი იმედოვნებს, რომ დიდი ხანი ლექციების კითხვა არ მოუწევს და თავის გამოცდილებას „ოლიგარქების ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის და რეალური რეფორმებისთვის“ გამოიყენებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG