Accessibility links

ყირგიზეთის პრეზიდენტმა დაითხოვა ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობა


პრეზიდენტი სოორონბაი ჯიინბეკოვი

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, ქვეყნის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის დირექტორის, აბდილ სეგიზბაევის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. კიდევ ერთი განკარგულებით, სოორონბაი ჯიინბეკოვმა თანამდებობიდან დაითხოვა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დირექტორის მოადგილე, ბოლოტ სუიუმბაევი. ყირგიზეთის პრეზიდენტის საიტის თანახმად, ორივე მაღალჩინოსანმა უკვე დატოვეს თანამდებობა. ისინი ამ პოსტებზე დაინიშნენ ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის მიერ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერდა სოორონბაი ჯიინბეკოვს. აბდილ საგიზბაევს დიდი ხანია აკრიტიკებენ ოპოზიციური პოლიტიკოსების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნისათვის. 2016 წელს იგი აღმოჩნდა სკანდალში გახვეული მას შემდეგ, რაც გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომლებიც ააშკარავებდნენ მმართველი „ატა მეკენის“ პარტიის რამდენიმე დეპუტატის ჩრდილოვან ბიზნესთან კავშირს. მაგრამ შემდგომმა შემოწმებამ ვერ დაადასტურა წარმოდგენილი დოკუმენტების აუთენტურობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG