Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს


საქართველოს ორი მოქალაქე, რომელიც 7 აპრილს საღამოს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ აძვთან დააკავეს, 8 აპრილს ცხინვალიდან გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია რადიო „თავისუფლებას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.

როგორც სუს-ში განმარტავენ, დაკავებულების გასათავისუფლებლად ყველა საშუალება იქნა გამოყენებული, მათ შორის ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სოფელ აძვის მცხოვრები 69 წლის ელდარ გუნდიშვილი და სოფელში სტუმრად ჩასული თემურ კაზიევი წმინდა გიორგის ეკლესიის სიახლოვეს იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულები პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტში გამოკითხვისთვის გადაიყვანეს. ელდარ გუნდიშვილის განცხადებით ის და მისი თანხმლები პირი სოფლის განაპირას საძოვარზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც რუსეთის მესაზღვრეები გამოჩნდნენ და მათ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG