Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში მოსალოდნელია მმართველი პარტიის გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში


ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი
ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

უნგრეთში კვირას ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც გამარჯვებას პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და მმართველ „ფიდესის“ პარტიას უწინასწარმეტყველებენ. არჩევნებამდე ჩატარებული კვლევების თანახმად ნაციონალისტური ყაიდის „ფიდესის“ პარტია ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 50%-ს მიიღებს, რაც დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ პარტიის ლიდერი, ანტიიმიგრანტი და ანტიევროპელი ვიქტორ ორბანი მესამედ გახდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. რეიტინგში მეორე ადგილზეა რადიკალურ-ნაციონალისტური „იობიკის“ პარტია, ხოლო მესამე შედეგის მიღებას უწინასწარმეტყველებენ უნგრელ სოციალისტებს. თუმცა, რეგიონულ არჩევნებში რამდენიმე მნიშვნელოვან ქალაქში მმართველი პარტიის ნაჩვენები ცუდი შედეგის ფონზე, მოსალოდნელია, რომ „ფიდესმა“ ვეღარ გაიმეოროს ის მაღალი შედეგი, რაც პარტიას ჰქონდა 2010 და 2014 წლის არჩევნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG