Accessibility links

ილია მეორემ აბორტს უწოდა „უმძიმესი ცოდვა“


ილლია მეორე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი უმძიმეს ცოდვად მიიჩნევს აბორტს და აცხადებს, რომ გარდა საწინააღმდეგო განწყობის შექმნისა, საჭიროა ასევე მრავალშვილიანი ოჯახების ქმედითი დახმარება.„როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოკლე დროში ნავარაუდევია მოსახლეობის 28% -ით კლება, რაც ისედაც მცირერიცხოვანი ჩვენი ერისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება“, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში. 8 აპრილს ქართველი და მსოფლიო მართლმადიდებლები ქრისტეს აღდგომას აღნიშნავენ. სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომოლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები. ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG