Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში 5 კაცი დაიღუპა მატარებლისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად


რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმის ხელისუფლების ცნობით ხუთი კაცი დაიღუპა 8 აპრილს საგარეუბნო მატარებლისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად. ინცინდენტი ყირიმის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ არმიანსკში მოხდა. იუწყებიან, რომ ავარიისას დაშავდა ორი მგზავრი, რომლებსაც ინტენსიური მკურნალობა უტარდებათ. ყველა დაღუპული და დაშავებული მიკროავტობუსის მგზავრია. რუსეთმა 2014 წელს უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG