Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი შესაძლოა აშშ-ში გადაიყვანონ


დიდი ბრიტანეთი სწავლობს შესაძლებლობას, რათა პიროვნების ახალი დამადასტურებელი ცნობები მისცეს რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილ ოფიცერს, სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილს, რომლებიც შემდგომში თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით შესაძლოა საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს ბრიტანული გაზეთი Sunday Times. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ცნობაში ნათქვამია, რომ ასეთი გეგმა ბრიტანული საიდუმლო სამსახურისა და აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებმა განიხილეს. 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სკრიპალების მოსაწამლად გამოყენებული იყო რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი. დიდი ბრიტანეთის მთავრობა მკვლელობის მცდელობაში რუსეთს ადანაშაულებს. მოსკოვში ბრალდებას უარყოფენ და მიიჩნევენ, რომ ლონდონი ხელოვნურად ამწვავებს ანტირუსულ ისტერიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG