Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა კოალიციამ


ვიქტორ ორბანი
ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა მმართველმა კოალიციამ პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით. ორბანის პარტიის, „ფიდეს“-ის და „ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტიის“ კოალიციას ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 48,64%-მა. წინასწარი მონაცემებით, უნგრეთის მმართველი კოალიცია პარლამენტის 199 მანდატიდან 133-ს მიიღებს და ვიქტორ ორბანი ზედიზედ მესამედ დაიკავებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. 8 აპრილს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მეორე ადგილზეა მკვეთრად მემარჯვენე პარტია „იობიკი,“ რომელმაც ხმების 20%-მდე მიიღო. მესამე ადგილზე გავიდნენ უნგრელი სოციალისტები, რომლებსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა დაახლოებით 13%-მა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG