Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულში პატივს მიაგებენ დაღუპულ მეშახტეებს


ტყიბულელი მეშახტეების ინიციატივით, 9 აპრილს 20 საათიდან ქალაქის თეატრის წინ მდებარე მოედანზე დაიწყება „გლოვის ღამე.“ მეშახტეების მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ტყიბულელები ყოველდღე ვკარგავთ ქალაქის საუკეთესო ბიჭებს და ვერ ვახერხებთ ამ მოცემულობის შეცვლას. ბოლო 11 თვეში ტყიბულმა 11 მეშახტე დაკარგა, რომლებიც მწამებლური სიკვდილით დაიღუპნენ შახტში. აქ ადამიანების დაღუპვა და დასახიჩრება ყოველდღიურობად იქცა. ჩვენ ბევრი ტკივილი გვახსოვს. ეს ქალაქი ამას არ იმსახურებს.“ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 მაღაროელი დაიღუპა. მათ 10 აპრილს დაკრძალავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG