Accessibility links

რუსეთმა ისრაელი დაადანაშაულა სირიის არმიის საავიაცო ბაზაზე თავდასხმაში


თანამგზავრიდან გადაღებული საავიაციო ბაზა სირიის ჰომსის პროვინციაში

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიის ჰომსის პროვინციაში სამთავრობო ძალების საავიაცო ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს ისრაელის არმიის თვითმფრინავებმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 აპრილს, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების F-15 ტიპის ორმა თვითმაფრინავმა სირიის საჰაერო სივრცეში შეუსვლელად, ლიბანის ტერიტორიიდან 8 მართვადი რაკეტით მიიტანა იერიში სირიის არმიის ბაზაზე. რუსი სამხედროების მტკიცებით, სამმა რაკეტამ მიაღწია ბაზის ტერიტორიაზე მდებარე აეროდრომის დასავლეთ ნაწილამდე, 5 რაკეტა კი სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, საავიაციო ბაზაზე მყოფი რუსი სამხედროები არ დაშავებულან. ისრაელის არმიის სარდლობა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე ჯერჯერობით უარს ამბობს. სირიის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა 9 აპრილს, დილით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ჰომსის პროვინციაში მდებარე საავიაციო ბაზაზე. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტ ასადის მხარდამჭერი ირანელი მებრძოლები.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG