Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში გაიმართა ახალი პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის ინაუგურაცია


სომხეთში გაიმართა ახალი პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის ინაუგურაცია, ხოლო მისი წინამორბედი, სერჟ სარქისიანი, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. ცნობების თანახმად, მათ ნათესაობა არ აკავშირებს. სომხეთში ბოლო პერიოდის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, პრემიერ-მინისტრის პოსტი გაძლიერდა და მეტი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი, ვიდრე პრეზიდენტის. პარლამენტის წევრებმა 2 მარტს აირჩიეს პრეზიდენტად 64 წლის არმენ სარქისიანი, ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩი. ოპოზიცია სერჟ სარქისიანს, რომელიც ორი ვადით იყო პრეზიდენტი, ადანაშაულებს პრემიერ-მინისტრის პოსტისათვის ბრძოლაში, რათა შეძლოს ხელისუფლების სათავეში დარჩენა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 9 აპრილს გაიმართა, ხოლო 17 აპრილს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს აირჩევს. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, პრეზიდენტის მმართველობა ერთი შვიდწლიანი ვადით იზღუდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG