Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელი უნგრეთს მოუწოდებს ევროკავშირის ფასეულობების დაცვისაკენ


ვროკავშირმა უნგრეთს მოუწოდა, ხელი შეუწყოს ბლოკის ფასეულობების დაცვას. ამ მოწოდებას წინ უძღოდა მემარჯვენე პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანს მორიგი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში, რის შედეგადაც ის მესამე ვადით რჩება მთავრობის ლიდერად. „ევროკავშირი არის დემოკრატიათა და ფასეულობათა კავშირი“, განაცხადა 9 აპრილს ევროკომისიის პრესმდივანმა მარგარიტის შინასმა. მისივე თქმით, ამ ფასეულობათა დაცვა არის „ყველა წევრი სახელმწიფოს საერთო ვალდებულება, გამონაკლისის გარეშე“. ბრიუსელსა და ორბანს შორის უთანხმოებას იწვევს ორბანის ანტიიმიგრაციული პოლიტიკა და უარის თქმა ევროკავშირში ლტოლვილების განაწილების პროგრამაზე, ისევე როგორც უნგრეთში სამოქალაქო სექტორის შეზღუდვა. ხმების თითქმის მთლიანად დათვლის შედეგებით, ორბანის პარტია „ფიდესს“ ერგო ხმების თითქმის ნახევარი. არჩევნებში მონაწილეობდა ელექტორატის 69,3% - მეტი, ვიდრე ვარაუდობდნენ. წინასწარი შედეგებით, „ფიდესს“ ერგება 133 მანდატი სულ 199-ადგილიან პარლამენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტია კვლავინდებურად შეძლებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG