Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფორბსი“: 50 უმდიდრესი რუსის ქონება ერთ დღეში 12 მლრდ დოლარით შემცირდა


ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, 50 უმდიდრესი რუსის ქონება ერთ დღეში 12 მილიარდი დოლარით შემცირდა აშშ-ის ახალი სანქციების შედეგად აქციების კურსის დაცემის გამო. სანქცირებულთა შორის არის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად მიჩნეული მილიარდერი, ოლეგ დერიპასკა, რომელმაც ერთ დღეში მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა. თითქმის მასავით დაზარალდა მისი ბიზნესპარტნიორი, ვლადიმირ პოტანინი, რომელიც მართალია, სანქცირებულთა სიაში არ შეუყვანიათ, მაგრამ დერიპასკასთან ერთად ფლობს კომპანია „ნორილსკის ნიკელს“. თითქმის მილიარდი დოლარით შემცირდა სანქცირებული ვიქტორ ვექსელბერგის ქონებაც და მძიმე ფინანსური დანაკარგი განიცადეს სულეიმან კერიმოვმა, ლეონიდ მიხელსონმა, გენადი ტიმჩენკომ, ვლადიმირ ლისინმა, რომან აბრამოვიჩმა, ვაგიტ ალეკპეროვმა და ალექსეი მორდაშოვმა. სანქციების შედეგად გაიაფდა ბანკ "ვეტებეს", კომპანიების „რუსალის“, „მეჩელის“, „ნორილსკის ნიკელის“ აქციები. დაეცა რუბლის კურსი. აშშ-მა 6 აპრილს შემოიღო ახალი სანქციები რუსეთის კომპანიებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG