Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულში გაიმართა აქცია "გლოვის ღამე"


ტყიბულელი მეშახტეები
ტყიბულელი მეშახტეები

ტყბულში დილამდე გაგრძელდა 9 აპრილს, საღამოს დაწყებული აქცია „გლოვის ღამე,“ რომლითაც პატივი მიაგეს მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს დაღუპული 6 მაღაროელის ხსოვნას. მეშახტეების მიერ ინიცირებულ აქციაში მონაწილეობა მიიღეს პროფკავშირების და უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და გარდაცვლილი მაღაროელების ახლობლებმა. მათი განცხადებით, აუცილებელია ტრაგედიის მიზეზების დროულად დადგენა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს დაღუპულ მაღაროელებს დღეს დაკრძალავენ. შახტის მფლობელი კომპანიის „საქნახშირის“ წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია „სამთო დარტყმამ“ გამოიწვია. მოკვლევის პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების გარდა მონაწილეობენ პროფკავშირების წარმომადგენლებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG