Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა ქარმა ზუგდიდი და ხობი დააზარალა


ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა რამდენიმე უბანში ხეები მოგლიჯა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტების მერიის სპეციალური კომისიები ამ წუთებში ადგენენ კონკრეტულად რამდენ სოფელს მიადგა ზიანი და რა სახის. ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ხობში რამდენიმე შენობას სახურავი ნაწილობრივ დაუზიანა ქარმა, მათ შორის არის ადგილობრივი მცხოვრებლების სახლები. თუმცა ის აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, მნიშვნელოვანი ზარალი არ უნდა იყოს. ზუგდიდის მერიაში კი განმარტავენ, რომ შენობებისთვის სახურავების დაზიანებაზე შეტყობინება ჯერ არ მიუღიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG