Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს


დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილი, 33 წლის იულია სკრიპალი - ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. მისივე ცნობით, იულია სკრიპალი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია 4 მარტს აღმოაჩინეს უგონო მდგომარეობაში. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი მოწამლეს რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების, „ნოვიჩოკ“-ის გამოყენებით. იულია სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა 27 მარტის შემდეგ გაუმჯობესდა. სოლსბერის კლინიკაში რჩება 66 წლის სერგეი სკრიპალი. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ბოლო დღეებში შედარებით გაუმჯობესდა. სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა და გაერთიანებული სამეფოდან გააძევა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის 23 თანამშრომელი. ლონდონისადმი სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები გააძევა მსოფლიოს კიდევ 20-ზე მეტმა ქვეყანამ. თავის მხრივ, მოსკოვი ბრალდებას უარყოფს და ლონდონს ადანაშაულებს ანტირუსული ისტერიის გამწვავებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG