Accessibility links

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავებას იუწყებიან


რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მილიციის თანამშრომლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხინვალისკენ მიემართებოდა - ამის შესახებ ოსური სააგენტო „რესი“ იუწყება დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. მის მიერ 9 აპრილს, საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, ზნაურის რაიონის სოფელ ავნევთან დაკავებულია 35 წლის მამაკაცი, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცის მკვიდრია. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შსს-ს ცნობითვე, ოსმა მილიციელებმა დაკავებული გადასცეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებს. სოფელ ტკოცაში ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, როინ ცხოვრებაძემ 10 აპრილს რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ 9 აპრილს სოფლიდან არავინ დაუკავებიათ, მსგავსი შემთხვევა კი ერთი კვირის წინ მოხდა, როცა ტკოცის მკვიდრი, თემურ გრიგალაშვილი დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG