Accessibility links

არასამთავრობო სექტორი მოითხოვს შავკანიანი სტუდენტების საქმეზე დამნაშავეთა დასჯას


თავდასხმა შავკანიან სტუდენტებზე

არასამთავრობო ორგანიზაციები შემაშფოთებელს უწოდებენ 8 აპრილს თბილისში, დიღმის მასივში მდებარე ფეხბურთის სტადიონიდან შავკანიანი სტუდენტების გამოძევების ფაქტს და სახელმწიფოსგან რეაგირებას მოითხოვენ. 14 ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ მომხდარი ადასტურებს ქვეყანაში „თანმიმდევრული და სისტემური ანტიდისიკრიმინაციული პოლიტიკის გატარების აუცილებლობას." არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კიდევ უფრო საგანგაშოდ მიიჩნევენ პოლიციის ქმედებას, რომელმაც უცხოელ სტუდენტებს მომხდარის დავიწყება ურჩია და ფაქტზე რეაგირება მაშინვე არ მოუხდენია, რაც სამსახურებრივი გულგრილობაა და კანონით ისჯება.

განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ საქმის გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის მუხლით და არსად გამოკვეთილა რასის საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივი. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შსს-ს, სათანადოდ დასაჯოს დამნაშავეები, ხოლო მთავრობას სთხოვენ ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებას, რომელიც „მოიცავს კომპლექსურ საგანმანათლებლო მუშაობას რასიზმის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის, ეთნოცენტრიზმის აღმოსაფხვრელად“. განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველო“ (OSGF), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კავშირი „საფარი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თანასწორობის მოძრაობა, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი „საქართველო“, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და პარტნიორობა „ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR).

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG