Accessibility links

მოსკოვის ბირჟაზე რუსული რუბლის კურსი კვლავ ეცემა, ამის შესახებ რადიო თავისუფლების მოსკოვის ბიურო იტყობინება. სამშაბათს, უცხოური ვალუტით ვაჭრობის დაწყებისთანავე, ევროსა და დოლარის ღირებულება 2 რუბლით გაიზარდა. ევროს კურსმა, პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში, 77 რუბლს გადააჭარბა. დოლარი კი, 2016 წლის შემდეგ პირველად, ავიდა 62 რუბლზე.

რუბლმა გაუფასურება 9 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც 6 აპრილს ვაშინგტონმა აამოქმედა ახალი სანქციები, რომლებიც რუსულ კომპანიებსა და რუსეთის მოქალაქეებს ეხება. 9 აპრილს მოსკოვის ბირჟაზე განვითარებული მოვლენების შედეგად, სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსმა მილიარდერებმა დაახლოებით 16 მილიარდი დოლარი დაკარგეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG