Accessibility links

რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენს ალტერნატიულ რეზოლუციას სირიის შესახებ


სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მოითხოვს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტების შესვლას სირიის ქალაქ დუმაში, სადაც სავარაუდოდ, გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი. ლავროვის მტკიცებით, დუმას უკვე სირიის არმია აკონტროლებს, ამიტომ უადგილო იქნება, თუკი ექსპერტები ქალაქში ჩასვლაზე უარს იტყვიან უსაფრთხოების გარანტიათა არარსებობის მიზეზით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებითვე, 10 აპრილს მოსკოვი გაეროს უშიშროების საბჭოს შესთავაზებს რეზოლუციის პროექტის საკუთარ ვარიანტს, დუმაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამოსაძიებლად. 9 აპრილს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა აშშ-მა, რომელიც მოითხოვს სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების დამოუკიდებელ გამოძიებას. 9 აპრილს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს ბევრი ვარიანტი, რათა სამხედრო პასუხი გასცეს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას. ჰუმანიტარული ორგანიზაციების ინფორმაციით, 7 აპრილს, სირიის სამთავრობო ძალების ალყაში მყოფ აღმოსავლეთ ღუტის რაიონის ქალაქ დუმაში გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი, რომელსაც ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG