Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: უცხოელი სტუდენტების საქმეზე გამოძიება მუშაობს შესაძლო დისკრიმინაციის მიმართულებითაც


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, დიღმის მასივში ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტის გამოძიების პროცესში დაკითხულია 20-მდე პირი, მათ შორის კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე. შსს-ს ცნობითვე, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და ამ დრომდე გრძელდება ინფორმაციის მქონე პირთა გამოკითხვა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, შსს-ს განცხადებით, გამოძიება მუშაობს დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც და მუხლის კვალიფიკაციის საკითხი გადაიხედება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება დასრულდება და გამოძიებას ექნება სრული სურათი მომხდარი ფაქტის შესახებ. 8 აპრილს, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში გაავრცელა დიღმის მასივის ერთ-ერთ სტადიონთან გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ასახავს აფრიკელ სტუდენტებთან ადგილობრივ მცხოვრებთა დაპირისპირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG