Accessibility links

ტრამპმა გააუქმა სამხრეთ ამერიკის ტურნე სირიაში მოქმედებისათვის აშშ-ის მზადების ფონზე


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა სამხრეთ ამერიკაში ამ კვირისათვის დაგეგმილი ტურნე, რის ფონსაც ქმნის ვაშინგტონის მზადება სირიაში შესაძლო სამხედრო დარტყმებისათვის. ასეთი მზადების მიზეზია სირიაში, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენება ქალაქ დუმაზე 7 აპრილს განხორციელებული თავდასხმისას. შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 40 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. 9 აპრილს ტრამპი დაიმუქრა, რომ სამხედრო დარტყმებს განახორციელებს სირიის მთავრობის პოზიციებზე მიუხედავად რუსეთის განცხადებისა, რომ ასეთ დარტყმებს „მძიმე შედეგები“ მოჰყვებოდა. დასავლეთის სამხედრო დარტყმების თავიდან ასაცილებლად, სირიის საგარეო უწყებამ 10 აპრილს განაცხადა, რომ „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია“ მიიწვია თავდასხმის ადგილის შესამოწმებლად. სირიის მთავრობა უარყოფს ქიმიური იარაღით თავდასხმის ბრალდებას. დამასკში მიწვევიდან რამდენიმე საათში, „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ“ გამოაცხადა, რომ „მალე“ განათავსებს ფაქტების დამდგენ მისიას დუმაში. ქალაქს მეამბოხეები აკონტროლებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG