Accessibility links

მერკელი: გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეუძლებელია, თუ არ გაირკვევა უკრაინის საკითხი


გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეუძლებლად მიაჩნია რუსეთსა და გერმანიას შორის ახალი გაზსადენის ამოქმედება, თუ არ გაირკვევა უკრაინის, როგორც გაზის სატრანზიტო ქვეყნის როლი. „ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეუძლებელია უკრაინის მომავალი სატრანზიტო როლის გარკვევის გარეშე“, - განაცხადა მერკელმა 10 აპრილს ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, საქმე ეხება არამარტო ეკონომიკურ საკითხს, არამედ „პოლიტიკურ მოსაზრებებსაც“. წინათ მერკელი წმინდა წყლის „ეკონომიკურ პროექტად“ მოიხსენიებდა „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს. ამ პროექტით, რომელიც ითვალისწინებს გაზის ექსპორტს რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით, გაორმაგდებოდა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ამჟამინდელი მოცულობა 55 მილიარდ კუბურ მეტრამდე. მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ ამავე დროს გაძლიერდებოდა ენერგეტიკის სფეროში რუსეთზე ევროპის დამოკიდებულება და გამდიდრდებოდნენ რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიაბი იმ დროს, როცა მოსკოვს ადანაშაულებენ ევროპის უსაფრთხოებისათვის ძირის გამოთხრაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG