Accessibility links

რუსეთში კატასტროფა განიცადა მი-8 ტიპის ვერტმფრენმა


ვერტმფრენის კატასტროფის ადგილი. ხაბაროვსკი, 2018 წლის 11 აპრილი

6 ადამიანი დაიღუპა რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში მი-8 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. სააგენტო "ტასს" სახელმწიფო საავიაციო კომიტეტში განუცხადეს, რომ ავიაკომპანია „ვოსტოკ“-ის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც სასწავლო რეისს ასრულებდა, ხაბაროვსკის ერთ-ერთ დაუსახლებელ ადგილას ხეებს წამოედო, ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. სააგენტო ინტერფაქსი საგანგებო შტაბზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვერტმფრენი სასწავლო რეისს ძლიერი ქარის და ცუდი ხილვადობის პირობებში ასრულებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG