Accessibility links

პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, 2018 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი 100-ზე მეტი გამოფენა, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და კონცერტი. სხვადასხვა გამოცემაში გამოქვეყნდება სტატიები საქართველოს შესახებ. 11 აპრილს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს შესახებ მასშტაბური კონფერენციები გაიმართება ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში და ევროპის სხვა დედაქალაქებში. ივნისში, ლევილის ქართულ მამულში სიმბოლურად ჩაეყრება საფუძველი სამეცნიერო-კულტურულ ცენტრის საძირკველს და მოეწყობა პირველი რესპუბლიკის ისტორიული, ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი - ლევილის ქართული აკადემია. მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ განთავსდება მემორიალური დაფები, უმაღლეს სასწავლებლებში გაიხსნება „ქართული კუთხეები,“ უშუალოდ 26 მაისს კი საქართველოს დროშის ფერებით განათდება მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები. საქართველოს ქუჩა გაიხსნება ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG