Accessibility links

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადასტურებს ქიმიური ნივთიერებით ქალაქ დუმის მცხოვრებთა მოწამვლას


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ აშკარაა სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ნიშნები. ორგანიზაციის მიერ 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის 500-მდე მცხოვრებს, მათ შორის ბავშვებს აღენიშნებათ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის სიმპტომები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, აღმოსავლეთ ღუტის რაიონის ქალაქ დუმაში 7 აპრილს განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა 70-ზე მეტი ადამიანი, მათგან 43 მომწამლავი ნივთიერების ზემოქმედებით. საერთაშორისო ორგანიზაციამ მკაცრად დაგმო ქიმიური იარაღის გამოყენება და მოითხოვა აღმოსავლეთ ღუტის რაიონში ჰუმანიტარული მისიების დაუყოვნებლივ შეშვება. დასავლეთის სახელმწიფოები ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ სირიის მთავრობას და მასთან ერთად პასუხისმგებლობას აკისრებენ რუსეთსაც. ასადის ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი რუსეთი დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG