Accessibility links

ტრამპი: რუსეთთან არასოდეს გვქონია ამაზე უარესი ურთიერთობა


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოთხშაბათს გამოვიდა წინადადებით, რომ დაეხმარება რუსეთის ეკონომიკის გაძლიერებას და მოწოდებით დასრულდეს მისი თქმით „გამალებული შეიარაღება“. ეს, სავარაუდოდ, იყო დიპლომატიური ჟესტი მაშინ, როცა ერთი საათიც არ იყო გასული ტრამპის მიერ მოსკოვის გაფრთხილებიდან, რომ სირიაში სარაკეტო თავდასხმა იქნება. „ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ახლა ისეთი ცუდია, როგორიც არასოდეს, ცივი ომის ჩათვლით. საამისო მიზეზი არ არსებობს. რუსეთს ჩვენ ვჭირდებით, რომ მათ ეკონომიკას დავეხმაროთ - რაც საკმაოდ იოლი იქნებოდა, და ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა ქვეყანამ ერთად იმუშაოს. შეჩერდეს გამალებული შეიარაღება?“

მანამდე ტრამპმა ასევე ტვიტერით გაავრცელა განცხადება, რომლითაც სირიის მთავრობის მოკავშირე რუსეთს ეუბნება "მოემზადოს", რადგან "რაკეტები იქნება". 11 აპრილს გავრცელებულ შეტყობინებაში ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მხარდაჭერის გამო - მან მოსკოვს ბრალი დასდო "ცხოველის" მხარდაჭერაში, რომელიც საკუთარ ხალხს ხოცავს "და ეს მოსწონს". ტრამპის მესიჯი ეხებოდა რუსეთის სამხედრო პირების და დიპლომატების მიერ ახლახან გამოთქმულ გაფრთხილებებს, რომ აშშ-ის მიერ სირიაში ნასროლ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებენ და მიზანში ამოიღებენ რაკეტების გამშვებ მოწყობილობებს - გემები იქნება ეს, თვითმფრინავები თუ სხვა. "რუსეთი აცხადებს, რომ ჩამოაგდებს სირიისთვის ნასროლ ნებისმიერ და ყველა რაკეტას" - წერს ტრამპი და დასძენს - "მოემზადე რუსეთო, რადგან ისინი იქნება, კარგები, ახლები და 'ჭკვიანები'! არ უნდა იყო პარტნიორი გაზით მხოცავი ცხოველისა, რომელიც საკუთარ ხალხს კლავს და ეს მოსწონს"!.

ტრამპი აქ გულისხმობდა ასადს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ადანაშაულებს 7 აპრილს სავარაუდოდ მომწამვლელი გაზით განხორციელებულ თავდასხმაში, რომელსაც, სამედიცინო პერსონალის ცნობით, ემსხვერპლა ათობით სამოქალაქო პირი, მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ქალაქ დოუმაში, დამასკთან ახლოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აშშ-მა მიზანში "ტერორისტები" უნდა ამოიღოს და არა ასადის ძალები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG