Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ვადამდელი არჩევნებით ალიევი მეოთხე ვადით ხდება პრეზიდენტი


საარჩევნო უბნები დაიხურა აზერბაიჯანის ვადამდელ არჩევნებში, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადეს წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიებმა და რომლითაც, გავრცელებული ვარაუდით, ავტორიტარი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეოთხე ვადით, კიდევ შვიდი წლით გახდება პრეზიდენტი. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ჰიუმან რაიტს უოჩი წერს, რომ კენჭისყრა მოქალაქეებს არ აძლევს რეალური არჩევანის გაკეთების საშუალებას. აზერბაიჯანის მთავარი ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდებოდა, მათ უარი თქვეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG