Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მსოფლიოში ვითარება სულ უფრო მეტად უარესდება და ამან შეუძლებელია არ აღძრას შეშფოთება. "თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს და საერთაშორისო ურთიერთობები კონსტრუქციულად წარიმართება, მსოფლიო სისტემა უფრო სტაბილური გახდება და პროგნოზს დაექვემდებარება" - განაცხადა პუტინმა ცერემონიალზე, სადაც მას უცხოეთის ელჩები სიგელებს გადასცემდნენ. პუტინის განცხადებებს ავრცელებს სააგენტო "ინტერფაქსი". ოთხშაბათს უფრო ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთს მოუწოდა მოემზადოს სირიაზე სარაკეტო დარტყმისთვის, რომელიც იქნება პასუხი ქალაქ დოუმაში სავარაუდოდ მომწამვლელი გაზით განხორციელებულ თავდასხმაზე. არის ვარაუდი, რომ დარტყმა შესაძლოა დღეს ღამით მოხდეს. ამის გამო სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავები გადაიყვანეს რუსეთის ხმეიმის საჰაერო ბაზაზე. გარდა ამისა, პრეზიდენტ ბაშარ ასადის მეომართა ცენტრალური შტაბი ევაკუაციას დაექვემდებარა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG