Accessibility links

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალი“ და „ბაიერნიც“ გავიდნენ


უეფას ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ბრძოლას ოთხი კლუბი აგრძელებს. „რომასა“ და „ლივერპულის“ შემდეგ, ნახევარფინალის საგზურები „რეალმა“ და „ბაიერნმაც“ მოიპოვეს. ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა მადრიდის „რეალმა“ მეოთხედფინალში „იუვენტუსს“ აჯობა. იტალიაში ერთი კვირის წინ გამართული პირველი შეხვედრა მადრიდელებმა 3:0 მოიგეს და საკუთარ არენაზე თითქოს სანერვიულო აღარაფერი ჰქონდათ, მაგრამ... თამაშის 61-ე წუთზე უკვე 0:3 აგებდნენ. მატჩი დამატებით დროში გაგრძელდებოდა, რომ არა 93-ე წუთზე მსაჯის მიერ „იუვენტუსის“ კარში დანიშნული პენალტი. კრიშტიანუ რონალდუმ სხვაობა შეამცირა - 1:3 და „რეალმა“ ორი თამაშის ჯამში 4:3 მოიგო.

„ბაიერნმა“ მიუნხენში უმასპინძლა „სევილიას“ და უგოლო ფრეს დასჯერდა, მაგრამ ნახევარფინალში გასასვლელად ეს შედეგიც ეყო, რადგან სტუმრად 2:1 ჰქონდა მოგებული.

ნახევარფინალის წილისყრა ხვალ ჩატარდება ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG