Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოსტზე დამტკიცებისას მაიკ პომპეო რუსეთთან მიმართებით მკაცრ პოლიტიკაზე ისაუბრებს


დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორი, მაიკ პომპეო, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ახალი სახელმწიფო მდივანი უნდა გახდეს, პოსტზე დამტკიცებისას იტყვის, რომ აპირებს უფრო მკაცრი პოლიტიკა გაატაროს რუსეთთან მიმართებით. ეს ინფორმაცია ვრცელდება პომპეოს გამოსვლის ტექსტის ნაწყვეტებზე დაყრდნობით. "რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ქცევას, რასაც განაპირობებს წლების განმავლობაში გატარებული რბილი პოლიტიკა ამ აგრესიის მიმართ" - ამბობს პომპეო ტექსტის მონაკვეთებში, რომლებიც პოსტზე მისი დამტკიცების წინ გავრცელდა და დასძენს - "ეს დამთავრდა". საკუთრივ დამტკიცების აქტი 12 აპრილს შედგება. თავისი გამოსვლის წერილობით ტექსტში პომპეო არ ეხება ცნობებს რუსეთის ჩარევის შესახებ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა, დიდი ალბათობით, ამ საკითხს წამოჭრიან კანონმდებლები, რომელთა ნაწილიც ტრამპს ადანაშაულებს ამ საკითხთან მიმართებით რუსეთთან არასაკმარის სიმკაცრეში. ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი პომპეო ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე 13 მარტს წარადგინა, როცა ამ თანამდებობიდან რექს ტილერსონი გაათავისუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG