Accessibility links

ისრაელის ლიდერი ირანს აფრთხილებს, სირიის საჰაერო ბაზაზე თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანი გააფრთხილა არ გამოსცადოს ისრაელი და თეირანი შეადარა ნაცისტურ გერმანიას, იმ დღეს, როცა ისრაელი პატივს მიაგებს მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის მიერ დახოცილი 6 მილიონი ებრაელის ხსოვნას. "ირანის ლიდერებისთვის მესიჯი მაქვს: არ გამოსცადოთ ისრაელის სახელმწიფოს მიზანსწრაფვა" - განაცხადა ნეთანიაჰუმ 11 აპრილს, იერუსალიმში, იად ვაშემის ჰოლოკოსტის მემორიალთან. "ეს არ არის ცარიელი სიტყვები" - თქვა ნეთანიაჰუმ. "ჰოლოკოსტის დროს, ჩვენ ვიყავით უმწეოები, დაუცველები და უხმოები. ჩვენი ხმა საერთოდ არ ისმოდა. დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი ქვეყანა, ძლიერი არმია და ჩვენი ხმა ისმის ქვეყნებს შორის" - თქვა მან. ისრაელის ლიდერის სიტყვებს ორი დღით უძღოდა წინ საჰაერო დარტყმა სირიის სამხედრო ბაზაზე, რომელშიც სირია და ირანი ისრაელს ადანაშაულებენ. თავდასხმის შედეგად დაიღუპა მთავრობის მომხრე სულ მცირე 14 სამხედრო, მათ შორის შვიდი ირანელი ჯარისკაცი. ნეთანიაჰუმ ბევრჯერ მოუწოდა ირანს არ დააარსოს მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა სირიაში, სადაც თეირანი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა სუნიტი მეამბოხეების წინააღმდეგ შვიდი წლის განმავლობაში წარმოებულ სამოქალაქო ომში. საჰაერო დარტყმის შემდეგ თეირანმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებას განახორციელებმა - რამაც თელ ავივს უბიძგა სამხედრო ძალების საგანგებო რეჟიმზე გადაყვანისკენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG