Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო" ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად


სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ კანონმდებლობით უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა რუსულ პროპაგანდას. უმცირესობის ფრაქციის, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, რუსული პროპაგანდისა და რუსული, ე.წ. რბილი ძალის გააქტიურება გამოიხატება არა მხოლოდ იმით, რომ გამოჩნდნენ პრორუსული გზავნილების მქონე პოლიტიკური პარტიები და რუსული იდეების გამავრცელებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები, არამედ იმითაც, რომ საქართველოში გაიზარდა პრორუსული განწყობების მქონე მოსახლეობის რაოდენობა. სერგი კაპანაძის თქმით, რუსეთისგან მომდინარე ამ საფრთხის შესახებ საუბარია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშშიც. პარლამენტის წევრის ინფორმაციით, საქართველოს საბიუჯეტო სახსრები მიედინება ერთი მხრივ, ისეთ რედაქციებში და გამოცემებში, რომლებიც პირდაპირ ატარებენ ქსენოფობიურ და პრორუსულ პოლიტიკას და მეორე მხრივ, პირდაპირ რუსულ ტელარხებს უხდიან საქართველოს ბიუჯეტის ფულს სხვადასხვა რეკლამისთვის. „ბოლო ინფორმაციაა, რომ საქართველოში შემოდის გაზპრომ-მედია საკმაოდ დიდი, ენტევეს პაკეტით, რაც სერიოზული გამოწვევაა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“ - განაცხადა 12 აპრილს გამართულ ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ. მისი თქმით, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე საქართველოს პარლამენტს შესთავაზებენ პაკეტს, რათა ქვეყანამ კანონმდებლობის გზით გაუწიოს წინააღმდეგობა რუსულ პროპაგანდას. სერგი კაპანაძემ დაასახელა ორი ძირითადი მიმართულება - რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი მედიასაშუალებების დაფინანსების შეზღუდვა, ან შეჩერება და რუსული მედიასაშუალებების მაუწყებლობის შეზღუდვა. „ევროპული საქართველო“ პროცესში ჩართვას სთავაზობს პროდასავლურად განწყობილ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG