Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო საუბრობს "სერიოზულ დარღვევებზე" აზერბაიჯანის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში


აზერბაიჯანის ავტორიტარი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დიდი უპირატესობთ გამარჯვება და მის მიერ მეოთხე ვადით გაპრეზიდენტება "სერიოზული დარღვევების" ფონზე მოხდა და არჩევნებს თან არ ახლდა რეალური მეტოქეობა - აცხადებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. 12 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეუთო წერს, რომ არჩევნებზე აღინიშნა "აუცილებელი პროცედურების ფართო უგულებელყოფა, გამჭვირვალობის ნაკლებობა და მრავალი სერიოზული დარღვევა, მათ შორის ბიულეტენთა ჩაყრა საარჩევნო ყუთებში". ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ალიევმა ხმების 86 პროცენტი მოიპოვა, მისმა მეტოქემ - დაახლოებით 3 პროცენტი. ამომრჩევლის აქტივობამ 74 პროცენტს გადააჭარბა. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ მთავარ ოპოზიციურ პარტიებს, ისინი ბოიკოტის მოწოდებით გამოდიოდნენ და აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდება. აზერბაიჯანის ოპოზიცია, ისევე, როგორც დასავლეთის მთავრობები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ალიევის მთავრობას აკრიტიკებენ დამოუკიდებელი მედიის, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სისტემატური დევნის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG