Accessibility links

ევროკავშირმა ირანს სანქციები გაუხანგრძლივა, უფლებების დარღვევის გამო


ევროკავშირი აცხადებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს ირანისთვის დაწესებული სანქციების ვადა, ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. 12 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირის საბჭო ამბობს, რომ ზომები გახანგრძლივდა 2019 წლის აპრილამდე, "ირანში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო". სანქციები, რომლებიც 2011 წელს ამოქმედდა, ითვალისწინებს მოგზაურობის აკრძალვას და ქონების გაყინვას 82 ინდივიდისთვის და ერთი ორგანიზაციისთვის. მათი ძირითადი სამიზნეა ირანელი მოსამართლეები, პროკურორები და სამართალდამცველი პირები. სანქციები ასევე მოიცავს აკრძალვას ირანში ისეთი მოწყობილობების ექსპორტზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შიდა რეპრესიებისთვის და ტელეკომუნიკაციებზე მონიტორინგისთვის. 2016 წლის დასაწყისში ევროკავშირმა ირანს მოუხსნა ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რომლებიც უკავშირდებოდა თეირანის ბირთვულ პროგრამას. ამას წინ უძღოდა 2015 წლის ივლისში თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც შეიზღუდა ირანის ბირთვული აქტივობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG