Accessibility links

კემეროვოს ყოფილი გუბერნატორი პროკურატურას მისი სიმდიდრის შემოწმებას თხოვს


ამან ტულეიევმა, რუსეთის კემეროვოს რეგიონის ყოფილმა გუბერნატორმა პროკურატურას მიმართა თხოვნით, შეისწავლოს და საჯარო გახადოს ინფორმაცია მისი შემოსავლების შესახებ, რათა დამტკიცდეს, რომ ბრალდებები მისი სიმდიდრის შესახებ სიცრუეა. მანამდე რუსეთის ოპოზიცონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ ტულეიევი 12 დიდი სახლისა და სხვა შენობების მფლობელია, რომლის საერთო ფართობი 150 ათას კვადრატულ მეტრს აჭარბებს. ტულიევმა 12 აპრილს გაავრცელა განცხადება, სადაც ნავალნის ბრალდებებს „დეზინფორმაცია“ და ყუფილი გუბერნატორის შეურაცხყოფა უწოდა. 73 წლის ამან ტულიევი კემეროვოს რეგიონს 1997 წლიდან მართავდა. ის პირველ აპრილს გადადგა, 25 მარტს სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის გამო, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG