Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანა დატოვებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას და გააუქმებს რუსეთთან დადებული მეგობრობის ხელშეკრულების ნაწილებს. პოროშენკომ მთავრობას მოუწოდა პარლამენტს მიმართოს დსთ-ს სრულად დატოვების გეგმით. უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ასოცირებული წევრია მისი ჩამოყალიბების დროიდან, 1991 წლიდან. პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ ის პარლამენტს წარუდგენდა გეგმას უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ცალკეული მუხლების მყისიერი და ცალმხრივი გაუმქმების შესახებ, რადგან ეს შეთანხმება „შეუთავსებელია უკრაინის ეროვნულ ინტერესებთან“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG