Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მუდმივ საბჭოზე საქართველოს ოკუპაციის საკითხზეც იმსჯელეს


ეუთოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა დაადასტურა-იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო. შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ 12 აპრილს ვენაში ეუთოს გენერალურ მდივანთან, თომას გრემინგერსთან გამართა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე თომას გრემინგერსმა აღნიშნა, რომ ეუთო გააგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში აქტიურ ჩართულობას.

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომა ვენაში 11-12 აპრილს გაიმართა. 12 აპრილს იტალიის თავმჯდომარეობის ინიციატივით საბჭოზე საქართველოს საკითხზეც ისაუბრეს. ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსულმა დავით დონდუამ ეუთოს 57 მონაწილე ქვეყანას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერა გამოუცხადეს ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებებს მიუერთდნენ ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ისლანდია, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, ლიხტენშტაინი, მონტენეგრო, უკრაინა და მოლდოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG